სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

სასტუმრო ალისმერეთი
სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს.

hotel alismereti

სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა ქეთინომ და მისმა მეუღლემ 17 წლის წინ შეიძინეს, მაშინ იმედიც არ ჰქონდათ არაფრის, მხოლოდ ხედვა და ოცნება იყო. ამ ადგილზე თურმე წლების წინ საბჭოთა ბავშვთა ბანაკი ყოფილა, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი და დღეს უკვე ბუნებასთან შერწყმულიც. ძველი ბანაკის ტერიტორია ხის კოტეჯისა და გზის გადაღმა, მდინარის თავზე, კლდეზე აშენებული სასადილოსგან შედგებოდა. დღეს სასადილოსგან მხოლოდ კიბეები და ტერასაა შემორჩენილი, ხის კოტეჯისგან კი ახალ მფლობელებს მხოლოდ კედლები ხვდათ წილად.

hotel alismereti სასტუმრო ალისმერეთი იმერეთში

სამი წლის წინ, როდესაც ბაღდათისკენ გზების გაკეთება დაიწყეს, სწორედ მაშინ გაუჩნდათ მეპატრონეებს იდეა, გაეკეთებინათ სასტუმრო, იდეა სრულყოფაში კი 2021 წლის ტურისტულ სეზონზე განახორციელეს.

სასტუმრო ალისმერეთი იმერეთში

დანგრეული კოტეჯი მთლიანად შეაკეთეს და სასტუმროდ აქციეს.

გულწრფელად რომ გითხრათ, სასტუმრო ალისმერეთმა ყველა მოლოდნის გადააჭარბა, როგორც ხარისხით, ისე მდებარეობითა და მომსახურებით.

სასტუმროს ბევრი ხიბლი აქვს, ამიტომ შევეცდები ყველა მათგანზე მოკლედ გიამბოთ და სასტუმროს ექსკურსიაც სწორედ ასე მოგატაროთ.

სასტუმრო იმერეთში ალისმერეთი Hotel Alismereti სასტუმრო ალისმერეთი Hotel Alismereti in Imereti

ალისმერეთი

პირველი თვითონ სასტუმროს ექსტერიერია და შემოღობილ ეზოში გაწყობილი პატარა ბაღი. ბაღიდან, პირველ სართულზე შედიხართ სასადილოში. დიდი შუშაბანდი პირდაპირ გამწვანებულ (სეზონის მიხედვით) მთას უყურებს. სამზარეულოც გამჭვირვალე ფანჯრებითაა გარშემორტყმული, ამიტომ სკეპტიკოსებისთვის ეს პროცესიც გამჭვირვალეა.

იმერეთი სასტუმრო

სივრცე მყუდროდ არის მოწყობილი, სახასიათო ელემენტები და ოჯახის ნაქონი ძველმანებით გაფორმებული, მაგრამ ინტერიერის ხსნება არც კი მოგინდებათ, როდესაც „სასტუმრო ალისმერეთის“ შეფის მსუბუქ, იმერულ კერძებს გასინჯავთ. პროდუქტების უდიდესი ნაწილი ადგილობრივია: ბოსტნეული, კვერცხი, პური, ფქვილი… ყველაფერი ადგილობრივია და უგემრიელესი.

sastumro imeretshi
hotel in imereti

სასადილოს სივრცის კიდევ ერთი დიდი ღირსება, იატაკზე შემინული მდინარის წყალში მოცურავე კალმახებია. თუ მოისურვებთ, ახლად დაჭერილ კალმახს იქვე შეგიწვავენ და იქვე მალე მოგართმევენ. თევზის მოყვარულთათვის… არ ვიცი, ასეთი გემრიელი კალმახი აქამდე გაგისინჯავთ თუ არა, ამიტომ ნამდვილად გირჩევთ.

უგემრიელესია.

sastumro alismereti

სასტუმრო ალისმერეთი შედგება 8 ოთახისაგან და შეუძლია 21 ადამიანი დაიტიოს. ყველა ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი, სამუშაო მაგიდა და საკიდი. ყველაფერი გაწყობილია მინიმალისტურ სტილში, ხის ტონებში, საკმაოდ გემოვნებიანად.

ძალიან სუფთად.
სასტუმრო ალისმერეთი hotel alismereti სასტუმრო ალისმერეთი

სასტუმრო ალისმერეთი

მესამე სართულზე, ორი მანსარდიანი ოთახია, თავიანთი აივნებით, თუმცა თუ მესამე სართული, თქვენი ვიზიტის დროს დაკავებული აღმოჩნდა და დარჩენა მეორე სართულზე მოგიწიათ, არ იდარდოთ, რადგან სწორედ მეორე სართულის აივანია მთავარი თავშეყრის ადგილი.

სასტუმრო იმერეთში ბაღდათის მუნიციპლაიტეტი Imerian village

უზარმაზარი სივრცე, სავარძლები, სკამები და მაგიდები… სულო-გულო, წიგნის კითხვა, ოჯახთან და მეგორებთან ერთად სამაგიდო თამაშების გაშლაც, სიმღერაც და დალევაც შეგიძლიათ.

სასტუმრო იმერეთში

დალევის თემას ისე ვერ ჩავუვლი გვერდს, რომ ალისმერეთის ღვინო არ ვახსენო. უგემრიელესი, იმერული კრახუნა, ძალიან, ძალიან ლიბერალურ ფასად.

განვაგრძოთ ექსკურსია და გადავიდეთ გზის გადაღმა, სადაც ოდესღაც საბჭოთა ბანაკი იყო, ახლა კი ულამაზესი ბუნებაა და ძალიან ახლო სამომავლო გეგმები.
მდინარისკენ მიმავალი გზა იწყება მზესუმზირის ყვავილებში გაჭრილი ბილიკით.

sunflower field მზესუმზირის მდელო იმერეთში იმერეთში სასტუმრო მზესუმზირების მდელოთი
ძალიან ფოტოგენური ადგილია.

ბილიკის მერე კი ტყიანი მაგრამ გაშლილი სივრცე მოდის, ხის წნულებისგან გაკეთებული რამდენიმე ფაცხა, ხეზე შეკიდებული სკამები, პალეტისგან გაკეთებული სავარძლები.
აუზის კეთებაც დაწყებულია. რაც მთავარია გრძელი ხის მაგიდა და სკამები, იდელაური იქნება ღონისძიებებისთვისა და დღესასწაულებისთვის.

იმერეთი

ან უბრალოდ შეგიძლიათ მიწაზე დასაფენი წამოიღოთ და პიკნიკი მოიწყოთ.

სასტუმროს სივრცეს მეპატრონეები პრეზენტაციებისთვისა და სხვადასხვა საღამოებისთვისაც იყენებენ. თანამშრომლობენ ბანაკებთან და ა.შ.

იმერეთში ქორწილი

სასტუმრო ალისმერეთი უამრავი ღირსშესანიშნაობით არის შემკული, მაგრამ საქართველოში არავის გაუკვირდება და ამ ადგილის მთავარი ღირსება, მაინც მასპინძლები და მასპინძლობა არის.

ყურადღებიანი დახვედრა, დეტალებზე ზრუნვა და ფუსფუსი – ამ სამი სიტყვით აღვწერდი ალისმერეთის მასპინძელსა და მის დამხმარეებს.

იმერეთი, ალისმერეთი

მართლა საუკეთესო ადგილია დასასვენებლად.

აქვე გაიგეთ მეტი, კახეთში მდებარე სასტუმროს, ლუდსახარშისა და რანჩოს “Lost Ridge Inn, Brewery and Ranch”- ის შესახებ.