fbpx
3.8 C
Tbilisi
პარასკევი, დეკემბერი 3, 2021

სახლში მორთმეული ჯადოსნური განწყობა, ანუ Glin-Glin!

წასაკითხი დრო: 2 წუთი

ზამთრის ცივ დღეებში გემრიელი ღვინით გათბობა, სასიამოვნო განწყობის შექმნა და ადამიანების გახალისება არის Glin-Glin-ის მთავარი მიზანი. ეს დადებითი განწყობის ელექსირი უბრალოდ სასმელი არ გეგონოთ, ის განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს, ართობს და ათბობს.

Glin-Glin გლინტვეინი საიდუმლო რეცეპტზე დამზადებული და არაკლასიკური, არომატული ცხელი ღვინოა, რომელიც ჯადოსნურ და სადღესასწაულო განწყობას ქმნის ნებისმიერ დროს. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ინგრედიენტების გამო, რომლითაც სასმელი მზადდება, მათი გლინტვეინი არამხოლოდ სასიამოვნო დასალევი, არამედ სასარგებლოცაა.

Glin-Glin-ის იდეა STALL ქუჩის ბაზრობების სერიებისთვის გაჩნდა. გლინტვეინს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხშრად მიირთმევენ და იგი  ქუჩის ფესტივალებსა და საშობაო მარკეტების სიმბოლოც კი არის. ზოგადად გლინტვეინი 0-15% ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ცხელ ან თბილ მდგომარეობაში სვამენ. სასმელი ტრადიციულად წითელი ღვინისგან მზადდება, განსაკუთრებული არომატის მისაცემად კი გამომშრალ სუნელებს და ციტრუსს ამატებენ.

გლინტვეინი ციტრუსი

ამბობენ, რომ გლინტვეინის მომზადების ტრადიცია რომალების ჩანაწერებში ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ჩანს. ევროპაში ტერიტორიების დაპყრობისა და მოგზაურობისას, როგორც ჩანს, ღვინოც თან დაჰქონდათ და ვაჭრობისასაც იყენებდნენ. ამიტომ, ხშირად, რომაულ ლეგიონებს მიაწერენ გლინტვეინისა და ღვინის კულტურის გავრცელებასაც ევროპაში.

შუა საუკუნეების 1390 წლის ინგლისურენოვან კულინარიულ წიგნში ნახსენებია გლინტვეინი, რომლის რეცეპტის მიხედვითაც დარიჩინს, ჯანჯაფილს, გალანგალს, მიხაკის ხეს, გრძელ წიწაკას, ჯავზის ხეს, მარჯორამს, ილის, და სამოთხის მარცვლებს ურევენ წითელ ღვინოს და უმატებენ შაქარს, რის შედეგადაც მიიღება გლინტვეინი. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, გილნტვეინის გემო დღემდეც სწორედ ისეთია, როგორიც ეს ძალიან დიდი ხნის წინ იქნებოდა ადამიანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Glin-Glin-ის იდეის უკან ორი მეგობარი დგას, როგორც თვითონ ამბობენ, გვერდში მეგობრების დიდი ამალა უდგათ და ხანდახან გასაოცარიც კი არის, როგორ ერთიანდებიან ოჯახის წევრები და მათთვის ძვირფასი ადამიანები მხარადსაჭერად. ასე საქმესაც ერთობლივი ძალებით აკეთებენ. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ სასმელი, რომელსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ, განსაკუთრებულია:

„ჩვენ მომხმარებელს პირველ რიგში ვთავაზობთ ხარისხს. ნებისმიერი გლინტვეინი, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლური, თეთრი თუ არაკლასიკური, მზადდება მხოლოდ ხარისხიანი ინგრედიენტებით. განსაკუთრებული რამ კი ჩვენი საიდუმლო რეცეპტით დამზადებული გლინტვეინია.

ამბობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ და რა განწყობით ამზადებს საჭმელს – ჩვენთვის გლინტვეინის მომზადება სრულფასოვანი ხელოვნებაა. მზადების პროცესი კი ისეთი სასიამოვნოა, საყვარელი სიმღერების ფონზე ჟრიამულში, რთულია არ გამოვიდეს უგემრიელესი გლინტვეინი.“

glin glin

გლინტვეინის ხიბლი სწორედ ქუჩის მარკეტებზე მისით ტკბობაა. თუმცა, ახლა, სანამ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება შეზღუდულია, Glin-Glin გლინტვეინს სახლში მოგიტანთ იმისთვის, რომ თბილი ურთიერთობების შექმნაში დაგეხმაროთ, რაც დღევანდელ დღეს გასაკუთრებით აკლიათ ადამიანებს.

ამ ეტაპზე გლინტვეინის გამოძახება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. სამომავლო კი, ამ უგემრიელეს სასმელს ქუჩის ბაზრობებსა და გუდაურში White Rabbit Parks-ის ბარშიც შეხვდებით.

glintveini

გლინტვეინის ფასი 250 გრამიანი ჭიქების დათვლის პრინციპით ხდება. ერთი ჭიქა 5 ლარი ღირს, შესაბამისად ფასიც იმდენი გამოგივათ, რამდენი ჭიქის შეძენასაც გადაწყვეტთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მზადების დროს უნაკლოდ დაცულია სისუფთავე. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა რეცეპტსა და კონცენტრაციას, რადგან რაც არ უნდა მარტივი ჩანდეს გლინტვეინის მომზადება, მას ძალიან დიდი ყურადღება ესაჭიროება.

სხვა ბიზნესების მსგავსად, ჯერ-ჯერობით Glin-Glin-ის ბედიც კოვიდ-სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუმცა, სანამ მათგან მეტ სიახლეს გაიგებთ, სურპრიზების მოლოდინში გლინტვეინი შეგიძლიათ სახლში გამოიძახოთ და ისიამოვნოთ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...