fbpx
10 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 6, 2021

“სისატურა”- მეგრული ეთნო სოფელი სოფელში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

„სისატურა“ – ზუგდიდის მახლობლად მდებარე ჩხორიაში არსებული ეთნოგრაფიული სოფელია.

ეთნო სოფელი სისატურა

„აქ თავმოყრილი და გაცოცხლებულია სამეგრელოს კუთხის ყველაზე ავთენტური გარემო, ყოფის კულტურა და ტრადიციები. ღია ცის ქვეშ მოწყობილია გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მეგრული კარ-მიდამო, ტრადიციული კოლხური საცხოვრისის ტიპებითა და უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთებით. აქვე შეძლებთ თავად მოირგოთ ძირძველი მეგრელი მასპინძლის როლი და დაფქვათ სიმინდი უნიკალურ წყლის წისქვილში, მოამზადოთ მეგრული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და უმასპინძლოთ სტუმრებს. ეთნოსოფელში ხელოვნური ტბაცაა. ტბაში შეგიძლიათ ნავით ისეირნოთ, ითევზაოთ და მთლიანად შეიგრძნოთ ძველმეგრული სოფლის იდილია“
© http://visitszs.ge

შეიძლება ითქვას, რომ „სისატურა“ თავად მეგრული მიკრო სოფელია, სადაც ტრადიციები მისი ჭიშკრის შეღებამდე იწყება.

სისატურა

პირველს, ეთნო სოფლის სტუმრობისას, ეზოს შესასვლელთან მდგარ ქალსა და კაცს დაინახავთ. მარიკა თოდუასა და ერმინე ჭითანავას, ეთნო სოფლის დიასახლისსა და მამასახლისს შეხვდებით. სტუმრებისა და მეგრული კულტურა-ტრადიციების თანაკვეთა კი სწორედაც რომ ჭიშკართან იწყება. სტუმრად მისულებმა მასპინძლების მორთმეული დირფა, მეგრული ხილის არაყი უნდა გადაჰკრან და დაილოცონ, გზად კი ცხენის თავის ქალას სამჯერ დაუკაკუნონ. ეს ძირძველი მეგრული ტრადიციაა და მისი შესრულების გარეშე „სისატურაში“ ვერ მოხვდებით.

ეთნო სოფელი სტუმრებს სთავაზობს, შუა საუკუნეების სამეგრელოში, დროის მანქანით მოგზაურობასა და მეგრული კულტურის საფუძვლიანად გაცნობას. ეს შეიძლება იყოს მეგრული კერძების დაგემოვნება, კულინარიული მასტერკლასი ტრადიციულ ცაცხვის მაგიდაზე, ტაბაკზე ღომის დაგება, ქვევრიდან ან ოხვამურიდან (პატარა ქვევრიდან) ღვინის დაგემოვნება, თევზჭერა, ტბაზე გასეირნება, წისქვილის მონახულება და ა.შ.

ეთნო სოფელში შეხვდებით დიდ ფაცხას, შენობას სადაც ადრე საქონელთან ერთად ადამიანები ცხოვრობდნენ ხოლმე. აქ, ასევე, ყველა ადათით აგებული ჯარგვალი დგას, ხის მორებისგან ულურსმნოდ აშენებული ნაგებობა. „სისა ტურაში“ ერთი ულამაზესი ოდაც დგას გამოყოფილი სამზარეულოთი. ყველაზე მნიშვნელოვან საცხოვრისში, „სისა ტურას“ კულტურულ ბირთვში, ოდაში, შეხვდებით უძველესი ნაკეთობის თიხის ჭურჭელს, ტრადიციულ სამოსელს, სახლის ნივთებსა და წინაპრების დანატოვარ ავეჯს. სოფელს საკუთარი ყანაც ხომ უნდა ჰქონდეს?! ხო და „სისა-ტურასაც“ საკუთარი ჩხვერის ულამაზესი ყანაც აქვს. საბოლოოდ კი, გამდინარე ტბა, რომლის გულშიც პატარა კუნძულია, ისეთი თვალს რომ ვერ გამოეპარება. იქვე ჭითანავების საგვარეულო წისქვილია წამოჭიმული, სწორედ ამ წისქვილმა შთააგონა თურმე დიასახლისს, ეთნო სოფლის აშენება.

სისატურა

თუ მომავალში მოისურვებთ განიტვირთოთ ქალაქის ხმაურისგან, სულ მცირედი ხნით მაინც, ან თავი დააღწიოთ ნეგატიურ ინფორმაციასა და სიახლეებს, შეგიძლიათ თავი “სისატურას” ეთნო სოფელს შეაფაროთ, რომელიც ოდნავ კი არა, საუკუნეებით დაგაშორებთ რეალობას, და შუა საუკუნეების სამეგრელოში გამოგზაურებთ.

სისატურა

როგორც უმეტესობა ტურისტული საქმიანობებისა, “სისატურა” სოფელიც ამ წამს გაჩერებეულია, თუმცა მასპინძლები ამბობენ, რომ სეზონი, როგორც კი გაიხსნება, საქმიანობას აქტიურად დაუბრუნდებიან განახლებული სივრცეებით, სადაც საპიკნიკედ იქნება მოწყობილი გარემო; ე.წ ღია ცის ქვეშ კაფე. ასევე სტუმრები შეძლებენ გახდნენ სისა ტურას ეთნო და აგრო ტურის წევრები, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებს, მიირთვან ტრადიციული კერძები სამეგრელოსთვის ავთენტურ გარემოში, მოისმინონ ცოცხალი შესრულებით ფოლკლორული მუსიკა, გაისეირნონ ნავი,; მოაწყნ და დაესწრონ ღონისძიებებს და უბრალოდ დატკბნენ ეთნო სოფელის მომაჯადოვებელი გარემოთი.

წარმატებები ეთნო სოფელ “სისატურას”

ვიმედოვნებთ, რომ მალე შევხვდებით.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი ქართული ტრადიციული კულინარიის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ დამბალხაჭოს მომზადების ტექნიკას.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...

ტესტი: რამდენი თანამედროვე შენობა შეგიძლია ამოიცნო საქართველოში?

  ფოტოები: PSH.gov.ge, nbg.gov.ge, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი, ფაბრიკა, gcaa.ge, idaaf.com

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...