fbpx
1.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 19, 2022

სკოლა • Skola Coffee & Wine Bar – კონცეფცია და განახლებული მენიუ

წასაკითხი დრო: 3 წუთი

სკოლა • Skola Coffee & Wine Bar-ის კონცეფცია ძალიან ნაცნობ გემოებს ემყარება – ყავასა და ღვინოს – და სტუმრებსაც არასტანდარტულ მენიუს სთავაზობს. ზაქარია ფალიაშვილის 80 ნომერში მისულებს, გამორჩეული ინტერიერი და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, ყავის მარცვალმა და ყურძენმა კაცობრიობის ისტორია შეცვალა და დღესაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურობაში. სწორედ ამიტომ გაჩნდა ამ ორი ინგრედიენტის შერწყმის იდეა და „სკოლას“ გახსნაც რეალობა გახდა.

 

სკოლა • Skola Coffee & Wine Bar

  • რა არის „სკოლას“ წარმატების მიზეზი?

სკოლას კონცეფციის ჩამოყალიბება და მისი წარმატება, თბილისში სწორ დროსა და სწორ ადგილას საქმის დაწყება იყო. საქართველოში ყავისა და ღვინის შერწყმა ერთ სივრცეში ნამდვილად ნოვატორული იდეა იყო. ქართული ღვინის თვისებები და მდიდარი ისტორია ყველა ქართველისთვის ცნობილია. ჩვენი აზრითაც, ერთადერთი სასმისი, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებებითა და გემოს მრავალფეროვნებით ღვინოს შეედრება სწორედაც რომ ყავის მარცვლებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყავის განსაკუთრებული გემოების შექმნა და სტუმრებისთვის ქართული ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინის შეთავაზება.

სკოლა ფალიაშვილის 80

  • რატომ სახელი “სკოლა • Skola Coffee & Wine Bar”?

სკოლა ყოველი ჩვენთაგანისთვის ცოდნის წყაროს განსახიერებაა. ჩვენი კაფის მისია არა მარტო საუკეთესო ყავისა და ღვინის შეთავაზებაა, არამედ სტუმრებისთვის ცოდნის გაზიარებაც. სკოლაში იპოვით პასუხებს კითხვაზე, თუ რა არის specialty ყავა, რით განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყავის მარცვლები ერთმანეთისგან. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული ქვევრით ღვინის მწარმოებლების ისტორიის გაზიარება ჩვენი კაფის სტუმრისთვის. გარდა ამისა, „სკოლას“ სივრცე ხშირად ატარებს კულტურულ-საგანმანათლებლო ლექციებსა და გამოფენებს.

  • თქვენს სივრცეში ადამიანები თავს მუშაობისასაც კი კომფორტულად გრძნობენ, სამუშაო სივრცის შექმნაც კონცეფციის ნაწილი იყო?

თავდაპირველად სამუშაო სივრცის შექმნა არ იყო ძირითადი იდეა. ჩვენი პრიორიტეტია სტუმრებს შეეძლოთ კომფორტულად დროის გატარება. ვფიქრობთ, რომ სკოლა არის საუკეთესო ადგილი ყავის მოყვარულთათვის. მათთვის, ვისაც განსაკუთრებული კერძების დაგემოვნება სურთ, ვისაც უყვარს მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო გარემოში საუკეთესო ჭიქა ღვინით ხელში. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი კაფე კომფორტულია როგორც შეხვედრებისთვის, ისე სამუშაოდაც.

  • რა გეგმები გაქვთ ამჟამად და სამომავლოდ?

მიზნების განხორციელება ამჟამად ცოტა რთულია, რადგან COVID-19-ის პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა ჩვენს გეგმებში. თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებთ. ვფიქრობთ, ქსელის გაფართოებაზე. ამ ეტაპზე დავიწყეთ კოლაბორაცია კომპანია Happy Green-თან, რომელიც ცივი დაწურვის წვენებსა და სმუზებს აწარმოებს. ამ კოლაბორაციის ფარგლებში შევქმენით ახალი მენიუ, ჯანსაღი კერძებით და ვეგანური დესერტებით, რაც ვფიქრობთ, საინტერესო მიმართულებაა. ასევე ვმუშაობთ take away ხაზის განვითარებაზეც. დარწმუნებულები ვართ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს ახლო მომავალში.

სკოლა ახალი მენიუ cafe skola
სკოლა დესერტი კაფე სკოლაში

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...