fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 26, 2021

სრიალი საბაგიროების გარეშე: სკიტური საქართველოში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

საქართველო უკვე დიდი ხანია ცნობილია სამთო-სათხილამურო კურორტებით. ზამთრის სეზონზე სრიალის მოყვარული ბევრი ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა სასრიალო ტრასებს. თუმცა, ზამთრის სპორტის კიდევ ერთი მიმართულება, რაც შედარებით ნაკლებად არის პოპულარული, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო და თავისუფლების მომგვრელია, სკიტურინგია. სკიტური საქართველოში ზამთრის სპორტის მოყვარული ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა.

სკიტურები

სკიტურინგი თხილამურით სრიალის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის დროსაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მოთხილამურეები საბაგირო გზას არ იყენებენ. ეს ფეხით სიარულის და შემდეგ სრიალის ერთგვარი გაერთიანებაა. ეს სპორტი მათთვისაა, ვინც მზადაა ერთი საუკეთესო დაშვებისთვის დიდი აღმართი ფეხით აიაროს და იმ ადგილებში ისრიალოს, სადაც ჯერ ტრასა არავის გაუტკეპნია.

საქართველოში ბევრი ადგილია სკიტურების მოსაწყობად და გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ. ყველაზე გავრცელებული დანიშნულებები კი მაინც გუდაური, ყაზბეგი და სვანეთია. თუმცა, სრიალი რაჭაშიც კი შეგიძლიათ. სკიტურზე წასვლა ჩვეულებრივ ტრასაზე სრიალისგან განსხვავებით სხვანაირ ფიზიკურ მომზადებას, გაუკვალავში სრიალის ტექნიკის ცოდნას, ზვავსაწინააღმდეგო აღჭურვილობას და უსაფრთხოების დონეს მოითხოვს. ამიტომ სკიტურზე წასვლისას გამოცდილი გიდის ყოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ივა წიკლაური

ივა წიკლაური, რომელიც უკვე 6 წელია საქართველოში ფრირაიდისა და სკიტურის გიდია, წელსაც იქნება თქვენი მეგზური ამ თავგადასავალში. როგორც თავად ამბობს, სკიტურების ინტერესი თითქმის 10 წლის წინ გაუჩნდა, მაშინ, როცა საბაგიროებიდან შორ მთებს უყურებდა და ოცნებობდა, რომ იმ მთებზეც ესრიალა.

 

  • რატომ არის საქართველო საინტერესო ლოკაცია ამ სპორტისთვის?

საქართველო ზოგადად მიმზიდველია ყველანაირი მოთხილამურისათვის განურჩევლად იმისა, თუ რომელი მიმართულების სრიალი უყვარს – იქნება ეს სკიტური, ფრირაიდი თუ ტრასაზე სრიალი. ქართული კურორტები მინიმუმ 2-ჯერ იაფია ევროპულ კურორტებზე, ასევე ევროპული კურორტები საკმაოდ გადატვირტულია ტურისტებით. საქართველოში კი ნამდვილად შეგიძლიათ მთებთან განმარტოვება და იმ სიმშვიდით სიამოვნება, რასაც სკიტურით მთაში სიარული ჰქვია.

  • რითი არის სკიტურები განსაკუთრებული?

სკიტური გიხსნის შესაძლებლობებს ისრიალო იქ, სადაც გინდა რომ ისრიალო და არ აქვს მნიშვნელობა, არის ამ ადგილას კურორტი და საბაგირო თუ არა. ამასთან ერთად, სკიტური ერთგვარი მედიტაციაცაა და სიახლოვე თოვლთან და ბუნებასთან.

  • ვის შეუძლია სკიტურზე წამოსვლა?

ვინაიდან სკიტურზე გიწევს გაუკვალავ თოვლში არა მხოლოდ სიარული, არამედ სრიალიც, აუცილებელია სკიტურზე მოსრიალე ფლობდეს გაუკვალავ თოვლში სრიალის მინიმალურ ტექნიკას მაინც, რათა თავიდან აირიდოს ტრამვები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სირთულის ტურები, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი სკიტურზე მოსიარულეებისათვის.

  • წელს პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით, რა გზებს მიმართავთ ვირუსისგან თავის დაცვის მიზნით?

სკიტურზე და ზოგადად თხილამურებზე სრიალისას დისტანცია თავისთავად დაცულია ჯგუფის წევრებს შორის. ყველას უკეთია სათვალე და პირბადე, იგივე ბაფი. შესაბამისად, უსაფრთხოების ეს მინიმალური ზომები ჩვენთან ყოველთვის დაცულია.

skitours georgia სკიტური საქართველოში

ივა, სხვა რამდენიმე გიდთან ერთად, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (GMGA) მიერ ლიცენზირებული გიდია, რაც ნიშნავს, რომ მას საფუძვლიანი განათლება აქვს მიღებული თუ როგორ შეაფასოს რისკები, აარჩიოს უსაფრთხო ასვლისა თუ დაშვების მარშრუტი და ასევე აქვს სამაშველო სამუშაოების გამოცდილება. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, რომ თოვლს და სრიალს წელსაც არ მოწყდეთ, შეგიძლიათ სკიტურზე წასვლა სცადოთ. ივას მარტივად იპოვით Gudauri Freeride Tours-ის ფეისბუქ გვერდის დახმარებით. ტურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი მათ საიტზეც ნახავთ www.freeride.ge.

გუდაური სვანეთი

In pursuit of powder, კარგ სრიალს გისურვებთ!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...