fbpx
10 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 6, 2021

საუკეთესო Street Food ადგილები თბილისში

Reading Time: 3 Minute

კაფეებსა და რესტორნებში გემრიელი საჭელების გასინჯვა და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება უკვე ყველასთვის ძალიან მონატრებული რამაა. სამწუხაროდ, დროებით ამ ყველაფრის საშუალება არ გვაქვს და ჯერ კიდევ უცნობია, როდის დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს. სწორედ ამიტომ, ახლა, თბილისში ქუჩაში სეირნობა და street food-ის დაგემოვნება საუკეთესო გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქუჩაში ჭამის ტრადიცია საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ჩვენ მაინც აღმოვაჩინეთ რამდენიმე ადგილი, რომელიც აზრს შეგაცვლევინებთ, მოგანდომებთ თავისუფალი დრო სეირნობაში გაატაროთ და გზად გემრიელადაც დანაყრდეთ.

 

  1. თამთაკი 
თამთაკი თამთაკი street food

თამთაკი ახლად გახსნილი კვების ობიექტია, რომელიც საკმაოდ საინტერესო კონცეფციას გთავაზობთ. ლავაშისმაგვარ პურში ქართული გემოებია გახვეული. არჩევანი, მრავალ სხვადასხვა გემოებთან ერთად, სურვილისამებრ შეგიძლიათ ქათმის ხორცს, საქონლის ხორცს, გოჭის ხორცს, ლობიოსა თუ გებჟალიას შორის გააკეთოთ. არ ადგავიწყდეთ, თითეულ კერძს ქართული ელფერი დაჰკრავს და თამთაკში მაყვლის სოუსს, ჭარხალს ტყემალში, წიწმატს, ხურმის საწებელს და სხვა საოცარ არომატებს შეიგრძნობთ.

თამთაკის კერძები 12 ლარიდან იწყება და 19 ლარამდე მერყეობს. პორციები საკმაოდ კარგი ზომისაა და გარდა იმისა, რომ გემო გაგაოცებთ, მშიერსაც ნამდვილად არ დაგტოვებთ.

თამთაკის უგემრიელესი საჭმელების გასასინჯად ბაქრაძის 22 ნომერთან უნდა ჩაიაროთ ან სასურველი მიტანის სერვისით ისარგებლოთ.

  1. შოთი

შოთი street food

რთულია ადამიანი იპოვო, ვისაც შოთის პური არ უყვარს. ქართული სამზარეულოც რომ უგემრიელესია, ამაზეც ყველა თანხმდება. შოთმა კი ამ ორის იდეალური გაერთიანება შექმნა. სენდვიჩის ფორმის შოთის პურებში მოთავსებული შეგიძლიათ ისეთი კერძები მიირთვათ, როგორებიცაა ხბოს ხორცის ჩაშუშული, ქათამი კივის ტყემლით, სოფლის ვარია სულგუნის საწებლით, ღორის ნეკნები თუთის ტყემლით და სხვა. ტრადიციული გემოებისა და მკვეთრი არომატების ნამდვილი კომბინაციაა შოთი, უგემრიელეს პურთან ერთად და მისი დაგემოვნების შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშათ.

შოთის კერძები 18-24 ლარის ფარგლებშია, შემადგენლობის მიხედვით და ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ.

შოთის ქართული სენდვიჩების დაგემოვნება ყიფშიძის 9ბ-ში შეგიძლიათ, ან, რა თქმა უნდა, სახლში – გამოძახებით.

 

  1. Surf’n’Fries
surf n fries ფრი თბილისში

Surf’n’Fries ცნობი საერთაშორისო ბრენდის ქართული ფილიალია, რომელიც ალბათ თითქმის ყველასთვის საუკეთესო ე.წ. comfort food არის. მენიუში შეხვდებით ისეთ საჭმელებს, როგორებიცაა ჰოთ დოგი, სულგუნის ჩხირები, ხახვის რგოლები, ქათამი და რა თქმა უნდა ფრი ბევრი სხვადასხვანაირი სოუსით.

Surf’n’Fries საჭმელები 7-დან 15 ლარამდე მერყეობს.

ფრისა და ამ დანარჩენი გემრიელი სწრაფი კვების საჭმელების შეძენა აბაშიძის 11-ში შეიძლება, თუმცა არც სახლში გამოძახება არის პრობლემა.

 

  1. Lumier’s Chimney Cake
lumier's chimney cake ტრდელნიკი

ბუხრის თბილი ნამცხვარი, დარიჩინი, შოკოლადი, ქოქოსი, თხილი, ვანილი, ხილი – რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს. სწორედ ამიტომ, ლუმიერსი უგემრიელეს ჩეხურ ტკბილეულს ტრდელნიკს, ანუ ბუხრის ნამცხვარს გთავაზობთ. ტკბილეულს საკუთარი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა გემოები, მეტიც, თუ გინდათ, შეგიძლიათ ნაყინითაც კი შეუკვეთოთ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ეს აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო დესერტი იქნება.

ბუხრის ნამცხვრის ფასი 5 ლარიდან იწყება და დანამატების მიხედვით 7 ან 12 ლარამდე იზრდება.

ტრადიციული ჩეხური ტკბილეულის, ტრდელნიკის მირთმევა პუშკინის 25 ნომერშია შესაძლებელი, მაგრამ თუ სახლში გირჩევნიათ მისი გასინჯვა, არც ესაა პრობლემა, მიტანის სერვისითაც შეგიძლიათ შეკვეთა.

 

  1. ბელგიური ვაფლები

ბელგიური ვაფლი თბილისში

საუკეთესო ვაფლები ვაფლი თბილისში

ბელგიური ვაფლის შესახებ ბევრი გექნებათ გაგონილი. ახლა კი მისი დაგემოვნება თბილისშიც შეგიძლიათ. უგემრიელესი ვაფლები შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით მორთოთ და ამისთვის ბანანი, შოკოლადი, ნუშის ფანტელები, დარიჩინი, ჯემები ან სულაც სხვადასხვა კენკრა აირჩიოთ.

ვაფლების ფასი 12-15 ლარის ფარგლებში არის იმ დანამატის მიხედვით, რასაც თქვენ აირჩევთ.

ბელგიური ვაფლების გასასინჯად აბაშიძის 33 ნომერში უნდა გაისეირნოთ ან სახლშივე მიირთვათ, მიტანის სერვისის გამოყენებით.

 

გემრიელ სეირნობას გისურვებთ!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...

ტესტი: რამდენი თანამედროვე შენობა შეგიძლია ამოიცნო საქართველოში?

  ფოტოები: PSH.gov.ge, nbg.gov.ge, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი, ფაბრიკა, gcaa.ge, idaaf.com

Share

New Posts

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...