ტურისტული გიდობა არც თუ ისეთ მარტივი საქმეა, როგორც ეს ერთ შეხედვით შეიძლება ჩანდეს და დიდ შრომას, ნებისყოფას და ფიზიკურ თუ მენტალურ სიძლიერეს მოითხოვს. პანდემიის დროს გაჩერებული ტურისტული სექტორი გიდების ცხოვრებაზეც უარყოფითად აისახა, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა თვით-დასაქმებული არის და შემოსავლის წყარო სრულიადაა დამოკიდებული ტურისტების ნაკადზე.
თუმცა, როგორც მარჩელო რისი, UNWTO-ს კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, ტურისტულ გიდებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ კრიზისების მიმართ გამძლენი არიან და ფაქტია, რომ მათი პროფესია, ვერც არამყარმა ეკონომიკურმა მდგომარეობებმა, გუგლის რუკის პოპულარობამ, ვერც ციფრულმა ტურებმა თუ ელექტორნულმა წიგნებმა ჩაანაცვლეს.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ტურისტული გიდები სექტორის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული წევრები არიან, ახლა, პანდემიის შემდეგ, დიდად სავარაუდოა, რომ სწორედ ისინი დაუბრუნდნენ საქმეს ყველაზე სწრაფად და ყველაზე დიდი წარმატებით. ამის მიზეზი კი, რამდენიმეა.
ბოლო წლებმა გვაჩვენა ინდივიდებზე მორგებული ტურების მზარდი ტენდენცია. მოგზაურებს სულ უფრო და უფრო მეტად სურთ უნიკალური გამოცდილებების მიღება, ავთენტური თავგადასავლები და ისტორიები, რომლებიც დიდი ჯგუფებისთვის შედგენილ ტურებში, როგორც წესი, ვერ ხვდება. ამიტომაც, გიდები, რომლებსაც ამბის მოყოლის განსაკუთრებული ნიჭი, საინტერესო კონტაქტები და ადამიანების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება აქვთ, კვლავ ბევრ მოგზაურს უმასპინძლებენ.
გამოცემა skift.com თანამედროვე ეპოქის გიდებს გამოყოფს და NEXT GEN GUIDES უწოდებს. ეს ის ადამიანები იქნებიან, ვინც შეძლებენ პოსტ-პანდემიურ სამყაროში სწრაფად მოახერხონ ახალ ტრენდებს ალღო აუღონ, ყოველდღიუ საქმიანობაში გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები და მოახერხონ საკუთარი თავი გაყიდონ, როგორც საუკეთესონი ამ საქმეში.
თანამედროვე სამყაროში, იმდენად ყველაფერი ციფრულ სამყაროსთანაა დაკავშრებული, რომ არც ტურისტული გიდების პროფესიის წარმოდგენა შეიძლება მისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, არის რამდენიმე თვისებას, რაც ე.წ თანამედროვე გიდებს ახასიათებთ და მათ ინდუსტრიაში გაცილებით უფრო კონკურენტულებს, მოგზაურებისთვის კი ბევრად უფრო საინტერესოებს ხდის.
-
სოციალურ ქსელებში ატიური პროფილი: გიდების უმეტესობას არა მხოლოდ აქტიური, არამედ საკმაოდ საინტერესო სოციალური ქსელების პროფილები აქვთ და მოგზაურებს გამუდმებით უყვებიან სად და როგორ მოგზაურობენ, როგორია მათი საქმიანობა და უკეთ აცნობენ თავს, რაც მომხმარებლებს ეხმარება მეტი ნდობა გაუჩნდეთ გიდების და მათი კომპეტენციის მიმართ.
-
ღია და მარტივი კომუნიკაცია მოგზაურებთან: ხშირ შემთხვევაში თანამედროვე გიდებს პირდაპირი და ძალიან უშუალო კომუნიკაცია აქვთ მოგზაურებთან, რაც ორივე მხარისთვის ხშირად დაგეგმვის პროცესს უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის.
-
მოგზაურების ჩართვა დაგეგმვის პროცესში: ისეთი ხერხები, როგორებიცაა ონლაინ გამოვიკთხვები, ტურებში გემფიკაციის გამოყენება თუ ვირტუალური რეალობა უკვე გახდა მოგზაურობის ნაწილი და გიდებიც ხშირად მიმართავენ ამ ხერხებს.
-
მოგზაურებისთვის საინტერესო ადგილების ციფრული არხებით გაცნობა: სოციალურ ქსელებში, სწორედ გიდების პირად გვერდებზე ხშირად შეხვდებით ფოტოებსა თუ ვიდეოებს საინტერესო ადგილების შესახებ, მათ მოკლე აღწერას და ისტორიას. ასე გიდებისთვის უფრო მარტივი ხდება დააინტერესონ მოგზაურები და დაარწმუნონ, სწორედ მათ გაყვნენ და ეს გასაოცარი ადგილები თავადაც ნახონ.
-
ინდივიდუალური, მოგზაურების სურვილებზე მორგებული ტურები: დიდი ჯგუფური ტურები ნელ-ნელა წარსულ ბარდება და მოგზაურები სულ უფრო და უფრო მეტ სურვილს გამოთქვამენ მათზე მორგებულ ტურებზე წავიდნენ და ის ადგილები ნახონ, რომლებიც ჯერ “გაცვეთილი” არაა. ამიტომ, თანამედროვე გიდები ხშირად აწყობენ განსხვავებულ და საინტერესო ტურებს, მრავალფეროვანი აქტივობებითა და გამოცდილებებით.
ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად ციფრულ არხებს იყენებენ, სულ უფრო და უფრო იზრდება. იგივე ხდება ტურისტულ სფეროშიც. სამოგზაურო დანიშნულების არჩევა, სასტუმროებისა და რესტორნების დაჯავშნა, გადახდა – ამ ყველა პროცესმა უკვე ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. შესაბამისად, ტურისტული გიდებიც ალბათ სულ მალე ყველაზე აქტიურად ციფრულ სამყაროში შეგვხვდებიან, სადაც მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება იქნება შესაძლებელი და ისინივე იქნებიან იმ ქვეყნებისა თუ ადგილების ონლაინ ელჩები, რომლის შესახებაც მოგვიანებით ადგილზე მეტი ემოციებით მოგიყვებიან.
ამასობაში კი, ნახეთ როგორია იყო სამთო გამყოლი საქართველოში.