fbpx
7 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

Reading Time: 2 Minute

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში?

„შედი, განიცადე და აღმოაჩინე.” ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავისი გამოცდილება Sphero -ზე.

Sphero Tbilisi

„ყველამ კარგად ვიცით როგორ გამოიყურება კინოს კადრი, განიერი 16:9 პროპორცია, როგორც თქვენი ტელევიზორები და სავარაუდოდ თქვენი ლეპტოპიც ან ტელეფონი ჰორიზონტსლურ მდგომარეობაში. ხოლო ასე გამოიყურე Sphero-ს კადრი, სფეროს სამყარო. სწორედ ეს სიმრგვალე იძლევა ტექნოლოგიურად იმის საშუალებას, რომ თქვენ სათვალეების გარეშე აღმოჩნდეთ მოცულობით სამყაროში ჩვენი გუმბათოვანი ეკრანების ქვეშ.“

sp

Sphero არის 360 გრადუსიანი ჰორიზონტალური კინოთეატრი. გუმბათოვანი სივრცე, გიგანტური გუმბათოვანი ეკრანით, საპროექციო სისტემით, დინამიური გარემომცველი ხმით, კომფორტული სკამებითა და იმერსიული გამოსახულებით, რაც გიქმნის შეგრძნებას, რომ შენც სანახაობის მონაწილე ხარ.

Sphero- ადგილი, სადაც სხვადასხვა შთამბეჭდავი წარმოდგენებით შეიმეცნებ სამყაროს და უბრალოდ ისვენებ.

მის პროგრამაში შედის სამყაროს შესახებ 45 წუთიანი აუდიო ვიზუალური წარმოდგენა, რომელიც გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე. მისი ამხსნელობითი ფორმისა და მარტივი გადმოცემის „ენის“ გამო, საინტერესოა როგორც უფროსისთვის, ისე ბავშვისთვისაც.

გარდა უშუალოდ სფეროს სივრცისა, მისი ფეისბუკ გვერდიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციული წყაროა. სფეროს გვერდზე ხშირად ზიარდება ინფორმაცია სხვადასხვა კოსმიური თუ მიწიერი მოვლენების შესახებ. გვერდზე ასევე თავს უყრიან საინტერესო აუდიო ვიზუალებს და საინტერესო საუბრებს.

Sphero უკვე თითქმის წელიწად ნახევარია ფუნქციონირებს ქავთარაძის N1-ში, სითი მოლის მეორე სართულის ვერანდაზე. მათი მიგნება საკმაოდ მარტივია, მიჰყევით ვერანდის შუა გულში აღმათულ უზარმაზარ თეთრი სფეროს.

სამყაროში როგორც ყველას, მათაც მოუწიათ თავიანთი საქმიანობის შეჩერება პანდემიური მდგომარეობის გამო. თუმცა, სულ მალე იხსნება ახალი ფილიალი, რომლის ლოკაციაც გასაიდუმლოებულია.

სულ მალევე ველით ახალ სივრცეებს, ახალ გუმბათებს.
Our guess is მთაწმინდა,
თქვენ რას ფიქრობთ?

დაელოდეთ და სულ მალე შევიტყობთ სად გაიხსნება ახალი გუმბათოვანი კინოთეატრი, მანამდე კი თვალ-ყური ადევნეთ მათ სოციალურ ქსელებს.

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა. ახლა...

Share

New Posts

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...