fbpx
20.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 18, 2021

თბილისური აღმოჩენები: დიანა დუნდუას ბლოგი

წასაკითხი დრო: 5 წუთი

ჩემი ქალაქისადმი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ამჟამად ვცხოვრობ ინტერესი ისეთი სიმძაფრით შემომაწვა, მაქსიმალურად ვცდილობ ყველა ყურმოკრული ამბავი განვავრცო, ყველა დაგეგმილ ექსკურსიას გავყვე და ყველა ისტორია შევისრუტო არა იმისთვის, რომ მერე თუნდაც ბლოგები ვწერო, არამედ უმცირეს დეტალებს ჩავუღრმავდე და ამ ულამაზესი, კონტრასტული ქალაქის სიდიადე ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩინო

სოლოლაკი-გრიბოედოვის-ქ.-15
სოლოლაკი-გრიბოედოვის ქ.15

ამჯერად რამდენიმე სიტყვით მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდს მინდა შევეხო და თბილისის უძველესი უბნების, მთაწმინდასოლოლაკის ქუჩების შესახებ მოვყვე

მე-19 საუკუნემდე თბილისი რომ ორთაჭალის საზღვრებთან მთავრდებოდა, ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა და დავად არ ღირს, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, გამოღმა დედაქალაქის აღმშენებლობაში სომეხი და რუსი I და II გილდიის ვაჭართა როლი იმდენად დიდი ყოფილა, აღმოსავლური ქალაქის ევროპული ელემენტებით დამშვენება, სწორედ მათ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. ნუ, ასეა და, ჰა

გრიბოედოვის-ქუჩა-სოლოლაკი
გრიბოედოვის ქუჩა, სოლოლაკი

ღრმად მწამს თბილისის განსაკუთრებულობა მისი სიძველისაგან მომდინარეობს და უგემოვნო, მყვირალა ფერებში გადაღებილ შენობებს რომ მოვკრავ ხოლმე თვალს, სასტიკად ვღიზიანდები. არა, იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა აღადგინონ, პირიქით, თუმცა სულ მაქვს ეჭვი, რომ კონსერვაციაა გამოსავალი და არა სრულად გაპრიალება. ეს არაბუნებრივი სიბრჭყვიალე საუკუნეების წინანდელ ნაგებობებს ხიბლს უკარგავს ბატონებო, ხიბლს, ხელოვნურს ხდის და აღარაა საინტერესო!

ინგოროყვას-ქ.-4-თბილისური-ეზო
ინგოროყვას ქ.4, თბილისური ეზო

მთაწმინდა სოლოლაკში ხეტიალი გრიბოედოვის ქუჩიდან დავიწყემერე ზუბალაშვილებს გავუყევი, აბაკელიას, ალ. ჭავჭავაძეს, არსენას, ჩიტაძეს, ინგოროყვას, ყიფიანს და ლეონიძეზე დავასრულე.

ამ ვიწრო ჩიხებსა თუ ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში ჩამწკრივებული შენობები უაღრესად შთამბეჭდავია, თუმცა უკიდურესად მოუვლელუპატრონო, დანგრევის პირას მისული, თვითნებურად გალესილგამოლესილი, ფრანგული აივნები უსახური ჟეშტის ბალკონებით ჩანაცვლებული, ბუნებრივი ხის მასალის კარფანჯრებს კი თეთრი მეტალოპლასტმასი ცვლის და რაც მთავარიაამ ყველაფერს გაუგონრად ამახინჯებს ადგილადგილ ამოზრდილი ახლად აშენებული კორპუსები, .. ბეტონის ჯუნგლები! ჩემს წარმოსახვას სცდება ფაქტი, როდესაც გარშემო არტნუვორენესანსროკოკობაროკონარევი სილამაზეებია და დეველოპერი აშენებს არა მხოლოდ ანსამბლიდან ამოვარდნილ შენობებს, არამედ ზოგადად ესთეტიკურობისაგან დაცლილ მონსტრებს, კი, კი მონსტრებს!

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ფოტოებით მოგიყვებთ ძველი თბილისური ეზოებისა და სადარბაზოების შესახებ, რომელთა აგებადამშვენებას განვმეორდები და სომეხ და რუს მდიდარ ვაჭართა წრეს უნდა ვუმადლოდეთ, თუმცა ისიც საგულისხმოა რომ სხვადასხვა წლებში ამ ადგილებში დიდი ქართველებიდიმიტრი ყიფიანი, პავლე ინგოროყვა, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და სხვანი სახლობდნენ.

p.s. ამ ყველაფრისათვის, ასეთი ექსკურსიების ორგანიზებისთვის კი ცამდე მადლობა კულტურის პოპულარიზაციის ცენტრს, მართლაც საოცარ საქმეს აკეთებენ და თბილისის იდუმალებას გვაცნობენ.

მთაწმინდის-ქუჩა
მთაწმინდის ქუჩა

გაჩერება #1: ალ. გრიბოედოვის ქუჩა

თბილისის-ვანო-სარაჯიშვილის-სახელობის-სახელმწიფო-კონსტერვატორია
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსტერვატორია

პირველი რაც ამ ქუჩის ხსენებისას მოგვდის თავში, ეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაა და დამსახურებულადაც. ის 100 წლიან ისტორიას ითვლის და თავის დროზე ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი გახლდათ კავკასიაში. კონსერვატორიის შენობა, თბილისში მოღვაწე წარმოშობით პოლონელმა არქიტექტორმა, ალექსანდრე შიმკევიჩმა დააპროექტა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. უდაოდ უმშვენიერესია მისი ექსტერიერიც და ინტერიერიც!


კონსერვატორიის
გარდა ამ ქუჩაზე შესაძლოა ნაკლები მნიშვნელობის, მაგრამ არანაკლები სილამაზის ნაგებობებიც დგას, რომელთაგან გრიბოედოვის #15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გამოვყოფ. ეს სილამაზე, მე-19 საუკუნის მიწურულს, წარმოშობით რუს, ცნობილ მეღვინესმაქსიმ ანანოვს, რომელსაც ღვინის ქარხნები და ვენახები იმერეთში ჰქონია, სპეციალური შეკვეთით დაუპროექტებია და მასვე ეკუთვნოდა. სახლი ვიზუალურად იმდენად შთამბეჭდავია, შეხედვისთანავე ადგილზე გაგაშეშებთ, თუმცა თუკი სადარბაზოს კარებსაც გამოაღებთ, იტალიელი მხატვრების მიერ მოხატული კედლები და ჭერი სრულიად აღგაფრთოვანებთსაბოლოო ჯამში კი ამ ეიფორიას სიბრაზე გადაწონის, რადგან ამჟამად მოუვლელობისაგან რაც იქ ხდება, რბილად რომ ვთქვათ ! მე კი შევეცადე ნაშთი ძველი დიდებისა ფოტოებზე მინც აღმებეჭდა

გაჩერება #2: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა

ამ ქუჩაზე#48-ში ერთი გამორჩეული შენობა დგას, წითელი აგურით ნაშენი, 100 წელზე მეტი ისტორიის მქონე, ჯერ იყო და უპოვართა სახლი, იგივე ღარიბთა თავშესაფარი, შემდგომ კი საავადმყოფო. შენობის დანახვისთანავე მისი განსაკუთრებულობა თვალში გეცემათ რაც აუცილებლად გაფიქრებინებთ, რომ ის დიდი ისტორიული ფაქტების მემატიანეა სადაც წესით ან მუზეუმი ან რაიმე მსგავსი უნდა მდებარეობდეს, მაგრამ არა ბატონებო, დღეს იქ მთაწმინდის გამგეობაა განთავსებული. ასე გადაუწყვეტიათ, არადა ისე გამოიყურება, მეტად ტურისტულშემეცნებითი დატვირთვა მოუხდებოდა

ძმები-ზუბალაშვილების-ქ.-48
ძმები ზუბალაშვილების ქ.48

გაჩერება #3: აბაკელიას ქუჩა 

ამ პატარა ქუჩაზე განსაკუთრებით ბევრი საინტერესო სახლია თავმოყრილი. მათი ზუსტი ისტორია და წარმომავლობა თითქმის უცნობია, თუმცა ის, რომ ისინი ოდესღაც მდიდარ ვაჭრებს ეკუთვნოდათ ფაქტია, რადგან ფრანგულ სტილში გაკეთებული კარები, აივნები, სადარბაზოს მოხატულობა მხოლოდ კარგ შემოსავლიან ადმიანებს შეეძლოთ შეეკვეთათ და ჰქონოდათ, ღატაკღარიბნი ამგვარ ფუფუნებას ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენაბაკელიას #3-ში, აგურით ნაშენი 2 სართულიანი სახლი, ამ ქუჩის ნამდვილი მარგალიტია (უსახურმა დაშენებებმა და ლოჯების მოშენებებმა აქაც არ დააყოვნა, როგორც ფოტოზე ხედავთ). მისი სადარბაზოს მოხატულობაც უიშვიათესი ნახელავია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საყოველთაო უპატრონობასთან გვაქვს საქმე! ამას ისიც ემატება, რომ სამეზობლოა ისეთი აგრესიული, სანახავად მისულებს კინწის კვრით გარეთ ყრიან! ეგ არაფერი, მე მაინც კიდევ მივალ, კიდევ ვნახავ და გულში კიდევ ვიტყვი, რომ ისინი აქ ცხოვრებას მგონი არ იმსახურებენ

გაჩერება #4: ალ. ჭავჭავაძის ქუჩა 

ამ ქუჩის I ჩიხში სხვებთან შედარებით ლამაზად შებათქაშებულგარემონტებული შენობა დგას, რომელსაც რამდენიმე მემორიალური დაფა ამშვენებს და სიამაყით მიგვითითებს, რომ სხვადასხვა წლებში აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დიდი ქართველები: გამოჩენილი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, ასევე გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლეო ქიაჩელი და დამსახურებული ექიმი სიმონ ქიქოძე. როგორც ჩანს აქაურობას ადგილობრივები უვლიან, გასიგრძეგანებული აქვთ მათ წინამორბედთა ღვაწლი და არც მნახველებს ამადლიან შემოგარენით ტკბობას.

გაჩერება #5: დიმიტრი ყიფიანის ქუჩა 

კი, კი ის დიმიტრი ყიფიანი ცხოვრობდა ამ ქუჩის #13ში, სხვადასხვა წლებში ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, ტფილისის ქალაქის თავი, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და .. თუმცა რეგალიების ამ შთამბეჭდავი ჩამონათვალის მიუხედავად ამჟამინდელმა მაცხოვრებლებმა შენობის უკიდურესი დაზიანების გამო ის საკუთარი სახსრებით ‘შელესეს და პირვანდელი სახე თითქმის მთლიანად დაუკარგეს. დასანანია, ძალიან დასანანი

დიმიტრი ყიფიანის ქუჩა
დიმიტრი ყიფიანის ქუჩა

გაჩერება #6: ინგოროყვას ქუჩა 

როგორც ამბობენ, ეს ქუჩა რეკორდსმენია სახელების გადარქმევაგადმორქმევით, 7 ჯერ მაინც აქვს დასახელება შეცვლილი და ოდესღაც რევოლუციონერ ფელიქს ძერჟინსკის სახელსაც კი ატარებდა თურმე. ქუჩას, მასზე განთავსებული არტნუვოსა და რენესანსული სტილის შენობანაგებობების მძივივით ასხმული ანსამბლი ქალაქში მდებარე ყველა ქუჩისგან მკვეთრად გამოარჩევს. ერთმანეთს გადაჯაჭვული საოცარი სახლები, ფასადზე გამოსახული უმშვენიერესი რელიეფებით, შიდა ეზოებით და სადარბაზოს მოხატულობით ჩვენი დედაქალაქის ნამდვილი განძია, მაგრამ ისევ და ისევ სავალალო, ავარიულ მდგომარეობაში. სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რამდენად დაექვემდებარება აღდგენას არავინ იცის, თუმცა სანამ არიან და არსებობენ, სანამ ჯერ კიდევ ვიცით, რომ აქ, ამ ერთერთ სახლში თავად დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პავლე ინგოროყვა სახლობდა, ჯობს მოვასწროთ, ვნახოთ, დავტკბეთ, ვისიამოვნოთ და ვიამაყოთ

სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა თბილისურ აღმოჩენებს მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ და შემდეგ ბლოგებში მოგიყვებით ყველაფერს, რაც მგონია რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ

 

diana dundua
დიანა დუნდუა

ახალი სტატიები

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან მონდომებული ირაკლი ჯიქია უძღვება საკუთარ ოჯახთან ერთად. საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ...

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები, ასევე დაგეგმვის პროცესი, ტურისტული პროდუქტი და სერვისები. გარდა იმისა,...

მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის გასათევი და კვების ობიექტებიც და ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია როგორც 5...

მსგავსი სიახლეები

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების...

მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის...

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და...