fbpx
6.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

წასაკითხი დრო: 4 წუთი

irakli jikia tibash houseTibash House

სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან მონდომებული ირაკლი ჯიქია უძღვება საკუთარ ოჯახთან ერთად.
საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსის“ იდეის განხორციელება კი რეალობად USAID Zrda-ს საგრანტო კონკურსმა აქცია.

ტიბაშ ჰაუსი სულ 10-20 წუთის სამანქანო გზაზეა გამოკიდებული ანაკლიის სანაპიროსა და ზუგდიდს შორის. მარტივად რომ ითქვას, ცალი ფეხით სანაპიროზე ხარ, ცალით კი დედაქალაქში, სინამდვილეში კი სადღაც შუალედში ხარ, სადაც სუფთა ჰაერითა და დაუჯერებლად ამწვანებული პეიზაჟებით ტკბები.

თუმცა, რა თქმა უნდა „ტიბაშ ჰაუსის“ გული მაინც მისი მასპინძელი ირაკლია. 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო საკუთარი თანამემამულეებისთვის მონდომების მაგალითი გამხდარიყო.

ტიბაშ ჰაუს

ამიტომ ყველაზე კარგად ამ ადგილის არსის შესახებ, სწორედ მისგან თუ მოვისმენთ.

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში.

 

“მე ირაკლი ჯიქია ვარ, 4 წლისამ დავიწყე, 16 წლისამ კი დავამთავრე სკოლა და გავხდი ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. სწავლა იმავე უნივერსიტეტში განვაგრძე, როგორც მცირე ბიზნესის მაგისტრანტმა, პარალელურად კი, გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური.

სწავლის დასრულების შემდეგ მალევე ჩავაბარე საჯარო მოხელეთა გამოცდები და დავინიშნე სპეციალესტად ახალკახათის ადმინისტრაციულ, შემდგომში კი მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად.

დღეს ვმუშაობ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული პროგრამების მართვის და სტრატეგიული განვითარების განყოფილებაში, ასევე ვეწევი აკადემიურ მენეჯმენტს ა/ო „საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში.

ადგილობრივ უნივერსიტეტში განათლების მიღება ძალიან კარგი გადაწყვეტილება გამოდგა, ჩემი აქტიურობა ბევრისთვის სამაგალითო გახდა და შესაბამისად ამან ჩემთვის საინტერესო უკუკავშირიც გამოიღო.
ჩემი ასაკის მიუხედავად, საზოგადოებისგან საქმეში ვგრძნობ ნდობასა და პატივისცემას, რაც სტიმულს მაძლევს ვიყო მეტად ეფექტური.”

ირაკლი, როგორ გაჩნდა „ტიბაშ ჰაუსის“ გახსნის იდეა?
საქართველოს რეალობაში არსებობს ძალიან საინტერესო „დიდი სახლების სინდრომი.“
ჩვენც დიდი ოჯახი ვართ და როგორც ყველა სოფილის სახლში, ჩვენთანაც ბევრი ოთახო იყო, რომელსაც არასდროს ვიყენებდით. მე კი ყოველთვის მინდოდა შემექმნა მეგრული ფასეულობებით გაჯერებული სივრცე. ასე გაჩნდა საოჯახო სასტუმროს იდეაც და USAID Zrda- ს საგრანტო კონკურსის გამოჩენამ კი, ეს იდეაც რეალობად აქცია.
ტიბაში
რატომ სახელი „ტიბაშ ჰაუსი“?
ტიბაში მეგრული სიტყვაა, და მყუდროსა და თბილს ნიშნავს. შესაბამისად ჩვენთან მოსულ სტუმრებს, იქნებიან ესენი მეგობრები, წყვილები თუ ოჯახები, ვცდილობთ ძალიან მყუდრო და თბილი გარემო შევუქმნათ.

ვინ არიან „ტიბაშ ჰაუსის“ გუნდის წევრები?
ჩვენი საოჯახო სასტუმროს შექმნაში ძალიან დიდი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ჩვენი ოჯახი, გრანტის გამცემი ხალხი და განმახორციელებლებიც. ყველა მათგანმა ისე შეიყვარა „ტიბაშ ჰაუსი,“ რომ საკუთრების გრძნობაც გაუჩნდათ, რამაც ძალიან გამახარა. გუნდის ყველა წევრს ლამის ოჯახის წევრად აღვიქვამ.



რით არის თქვენი საოჯახო სასტუმრო გამორჩეული?
ტიბაშ ჰაუსი რამოდენიმე ფაქტორით გამოირჩევა. ადგილი ახლოსაა ზღვასთან და არც მთების პოვნა გაგიჭირდებათ. ინტერიერი არის მყუდრო, ვცდილობთ სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი მთელი თავისი ხიბლით იგრძნოს ჩვენმა სტუმარმა. გვყავს უამრავი შინაური ცხოველი და ფრინველი, მოგვყავს სხვადასხვა კულტურა, რომლის მოყვანის (დათესვა, გადარგვა, გასხვლა) პროცესში სტუმარსაც შეუძლია ჩართვა.

ტიბაშ ჰაუს

კონკრეტულად რას სთავაზობთ დამსვენებლებს?
გარდა სამი სრულად აღჭურვილი საძინებლისა და საბაშვო ოთახისა,
სტუმრებს ვთავაზობთ მასტერ კლასებს, პურისა და ხაჭაპურის გამოცხობას, ღომისა და გებჟალიას მომზადებას, ელარჯის ამოწელვას, ტურებს უახლოეს ღირსშესანიშნაობებზე, მცენარეთა ნიადაგის მომზადებას; მასტერკლასებს მაკიაჟის, ქსოვისა და სამკაულების კეთებასთან დაკაშირებით. ასევე გვაქვს მცირე კინოთეატრი და პლიუს ამას, დიდი, ძალიან დიდი ღია სივრცე. ჩვენს გესთჰაუსში თავისთვის საინტერესო საქმის პოვნას ყველა შეძლებს.

ტიბაშ ჰაუს ირაკლი ჯიქია

tibash house

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი გეგმაა ძირძველი მეგრული ტრადიციების აღორძინება. ასევე დიდი სურვილი გვაქვს ვიმუშავოთ მითოლოგიურ ტურიზმზე და ამ მხრივაც გამოვიყენოთ სამეგრელოს მდიდარი რესურსი.

ტიბაშ ჰაუსი

ტიბაშ ჰაუსის სტუმრობა მართლაც რომ ერთი სიამოვნებაა, ირაკლის მასპინძლობა და ეზოს ღვინო, მამიდების კულინარია, უშველებელი სივრცე და სასიამოვნო გარემო, ქმნის იდეალური დასვენების თაიგულს. ერთს რასაც კიდევ ჩვენგან დავამატებდი;

ასეთ ლოგინზე ჯერ არ გძინებიათ!

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...