რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები თუ ხასხასა მდელოები, მთლიანი ხეობა თუ ერთი კონკრეტული ადგილი მოგვწონებია ცხოვრების მანძილზე? ამაზე ფიქრისას ადგილების ჯარი წამოიმართება, ალბათ, გონებაში. მართლა რამდენია, არა?
ზოგჯერ ასე ივსება სასურველი ადგილების სია: უცებ, რომელიღაც სოციალურ ქსელში, ან, თუნდაც, ქუჩაში, შემთხვევით, ფოტოს მოკრავ თვალს და იმ წამიდანვე იცი, რომ ამ ზაფხულის გატარება ზუსტად აქ გინდა და ა რ ს ა დ – სხვაგან. მერე უსწრაფესად იწყებ ამ ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გუგლს, ნაცნობებს, უცნობებს – ყველას ეკითხები, რამე ხომ არ იციან – ღირს კი წასვლა? და ღამის თევა? დარჩენას სად შეძლებ, რაიმე განთავსების საშუალება არის ახლო-მახლო?
მერე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მალევე აღმოაჩენ, რომ ის ადგილი, რომელზეც გული ასე შეგივარდა თითქმის არ არის ათვისებული, განვითარება აკლია, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს ირგვლივ.
რა უნდა ქნა? არც გეგმიდან გინდა გადახვევა და არც კარვებში შეგიძლია ღამისთევა.
სწორედ ამ შფოთისა თუ პესიმისტური ფიქრების თავიდან ასაცილებლად, სულ რამდენიმე წლის წინ ბაზარზე -Traveling Den- გამოჩნდა. სრულიად ეკომეგობრული “სახლი ბორბლებზე”, სპეციალურად შექმნილი ტრანსპორტი, რომლიც მთავარი ფილოსოფიაა ისაა, რომ ისეთ ადგილებში მოგზაურობასა და ბინის დადებაში დაგვეხმაროს, სადაც სასტუმრო ფიზიკურად არაა.
თუ კავკასიის რეგიონის გამორჩეული ან/და ნაკლებად განვითარებული ადგილების მონახულება გსურს, თან მოგზაურობისას კომფორტი მნიშვნელოვანია, მაშინ სასტუმროს თან წაღება -TravelingDen-ის დამხარებით დღეს უკვე ნამდვილად შესაძლებელია.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Traveling Den-ის ინოვაციური ტრანსპორტი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც უყვართ თავისუფლება, არიან სრულიად მობილურები და ხანდახან სპონტანურებიც კი, მოსწონთ, როცა თავად წყვეტენ და ირჩევენ, თუ სად გაჩერდნენ, სად რამდენი საათით დაყოვდნენ, ან თუნდაც ღამე სად გაათიონ, რადგან VAN-ით გადაადგილებისას თავად ხარ „მესაჭე“ და ღუზას ზუსტად იქ უშვებ, სადაც გონება და გული იმ მომენტში გკარნახობს.
VAN-ი სრულიად გადაწყობილია მზის ენერგიაზე, არის ავტომატიზირებული და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ჩარევებს ადამიანების მხრიდან. იგი მოგზაურობისას საშუალებას გვაძლევს ჩვენი თითოეული თავგადასავალი იყოს კომფორტული და ამასთანავე, ჩვენში ახალ უნარებს უდებს დასაბამს, გვასწავლის, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მოგზაურობა გაცნობიერებული. რა იგულისხმება ამაში? VAN-ში აბსოლუტურად ყველაფრის რესურსია ,მაგრამ – ცოტა, შეზღუდული. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ძალიან გაცნობიერებულად და მიზნობრივად მოვიხმაროთ: წყალი, ელ. ენერგია, გაზი. სხვა შემთხვევაში ისე დავრჩებით, რაც, წესით, არავისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო.
ტრანსპორტი იდეალური ვარიანტია წყვილებისთვის ან/და პატარა ოჯახებისთვის. TravelingDen პანდემიის პერიოდში იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ ჩვენი სამუშაო პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და მოქნილი გახდეს ბუნებაში და თან, იმ ადგილების აღმოჩენაში გვეხმარება, რაც სხვაგვარად, უბრალოდ, ხელმისაწვდომი არ არის.
View this post on Instagram
საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!
მეტი ინფორმაციისთვის:
Facebook: https://www.facebook.com/Travelingden
Instagram: https://www.instagram.com/travelingden/