fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 26, 2021

წყალტუბო: საბჭოთა ეპოქის კურორტის საოცრებები

წასაკითხი დრო: 4 წუთი

კურორტი წყალტუბო ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სინთეზია. ახლა უკვე ჩამონგრეულ შენობებსა და აბანოებს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა განწყობა იგრძნობა და დამთვალიერებელს ჩაგაფიქრებს, რა ისტორიებს იტევდა ეს ქუჩები, რა საქმეები იხლართებოდა ამ ადგილას და ვინ ისვენებდა წყალტუბოს ულამაზეს ბუნებაში.

ლეგენდის თანახმად, მწყემსი შემთხვევით გუბურას გადააწყდა და მტკივანი ფეხები თბილ წყალში რამდენჯერმე ჩააწყო, მალევე თურმე შვება იგრძნო და სრულად განიკურნა. ეს ამბავი მთელ ქვეყნიერებას მოედო და მალე აქაურობას შორეული ქალაქებიდან მეფეებიც კი სტუმრობდნენ, გასაჯანსაღებლადო თურმე.

ლეგენდები იქით იყოს და დღეს ასე ახასიათებენ წყალტუბოს – ადგილი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში განცხრომის კერად იქცა და მის დაშლასთან ერთად დაინგრა და გაუკაცრიელდა.

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს იშვიათად შეხვდები წყალტუბოსავით მწვანე, შთამბეჭდავ, ელეგანტურ და საინტერესო ქალაქს. ადგილს, სადაც შეგიძლია საკუთარი თვალით ნახო, როგორ ცვლის ისტორია არქიტექტურულ სახეებს.

ჩვენ მოგიყვებით იმ რამდენიმე მიზეზზე, რის გამოც, აუცილებლად უნდა ესტუმრო წყალტუბოს. ქალაქს, რომელიც ქუთაისიდან სულ შვიდიოდე კილომეტრში მდებარეობს და რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს.

წყალტუბო
რადიო თავისუფლება

კურორტი წყალტუბო მოგზაურობა
რადიო თავისუფლება

რატომ მაინცდამაინც წყალტუბო?

თუ ქალაქში ჰაერი, ხეები ან ბუნების ჟრიამული გაკლია, პირველი რაც წყალტუბოში ჩასვლისას თვალში მოგხვდება, სიმწვანეა. გგონია, რომ ნამდვილ წალკოტში მოხვდი და ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობას მაშინ იგრძეგანებ ზედმიწევნით კარგად, როცა „წყალტუბოს ცენტრალურ პარკს“ ესტუმრები. პარკი 70 ჰა-ზეა გადაჭიმული, აქაურობას მინერალური წყლების პარკსაც კი უწოდებენ. აქ 9 აბანო ფუნქციონირებდა ადრე, ახლა რამდენიმე მათგანია მხოლოდ რეაბილიტირებულ და მუშა მდგომარეობაში. აქ მოხვედრისას შეგიძლია ბუნებრივი აბაზანები მიიღო და სხვადასხვა სახის მასაჟები გაიკეთო, მაგრამ თუ ამის არც სურვილი გექნება და არც დრო, არ დაიზარო და აუცილებლად ნახე აბანო #6. ეს ქალაქის მთავარი საჯარო აბანოა და მას სტალინის აბანოდაც მოიხსენიებენ. შენობა უშუალოდ წყაროს თავზე სწორედ მისთვის აუშენებიათ. აქ ახლა მოზაიკით მორთული სტალინის პერსონალური ოთახის ნახვას შეძლებ.

სტალინის აბანო
სტალინის მოზაიკური კერძო აბანო

ყოფილი სანატორიუმები

წყალტუბო იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ნახო, თუ როგორ ცვლის ისტორია არქიტექტურულ სახეებს. აქ შეგიძლია იმ „ელეგანტურობას“ ეზიარო, რითაც ასე ცნობილი იყო წყალტუბო მთელს საბჭოთა კავშირში და არამარტო.
ამისათვის კი, ყოფილ სანატორიუმებს: „მედეა“, „თბილისი“, „გეოლოგი“, „რკინიგზელი“, „აია“, „საქართველო“, „გელათი“, „თბილისი“, „მეტალურგი“, „იმერეთი“, „სავანე“ უნდა ესტუმრო. თითოეული კუთხე-კუნჭული გულდასმით დაათვალიერო და საინტერესო ფოტოები გადაიღო. დროის დინებასთან ერთად ეს ადგილები თითქოს დაინგრნენ, დაიჟანგნენ, მაგრამ ისტორია და თუნდაც, ახალი სიცოცხლე მაინც შეინარჩუნეს.

წყალტუბოს სანატორიუმი
Billy Bilikhodze

წყალტუბოში სანატორიუმი
Billy Bilikhodze

კურორტი წყალტუბო
Billy Bilikhodze

სანატორიუმი წყალტუბოში
Billy Bilikhodze

 

მეტად შთამბეჭდავი სანახავია სანატორიუმი „შახტიორი“, მაგრამ ახლა მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ტერიტორიაზე შესვლა შეუძლებელია. სანატორიუმები ცენტრალური პარკის ირგვლივ მდებარეობს და მათი მიგნება მარტივია, მაგრამ მეტი სიმარტივისთვის, შეგიძლიათ აქვე ნახოთ მიტოვებული სანატორიუმების რუკა:

Legends Tskaltubo Spa Resorts

წყალტუბოში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახო – Legends Tskaltubo Spa Resorts, რომელიც ძველად სამხედრო სანატორიუმის სახელით იყო ცნობილი და რომელიც ახლა ზემოაღნიშნული სანატორიუმებიდან განსხვავებით, ფუნქციონირებს, როგორც კერძო საკუთრებაში მყოფი სასტუმრო. სასტუმროს 16 ჰა-ზე გადაჭიმული ტყე-პარკი აკრავს.
აქაურობას სრულად აქვს შენარჩუნებული ძველი იერ-სახე და ვინტაჟურობა. აქ შეძლებ საბჭოთა ბელადის, სტალინის ლუქსოთახის ნახვას, რომელიც ხელუხლებელ მდგომარეობაში დაგხვდება. სასტუმროდან არ წამოხვიდე ისე, რომ არ გაიარო თეთრი დერეფანი, რომელიც მცენარეებითა და მუსიკის ნაზი ჰანგებით სავსე დაგხვდებათ.

სტალინის სანატორიუმი სასტუმრო

და ბოლოს, ჭამის დროც არის, რა თქმა უნდა

რაც შეეხება კვებას, იმისთვის, რომ წყალტუბოში ყოფნისას გემრიელად დანაყრდე და თან გონებას დასვენებისა და მიღებული შთაბეჭდილებების გადამუშვების საშუალება მისცეთ შეგიძლია რესტორან „ლეიქ საიდს“ ან/და „მაგნოლიას“ ესტუმრო, რომლებშიც სასიამოვნო, მყუდრო გარემო და გემრიელი კერძები დაგხვდება. „ლეიქ საიდში“ სტუმრობის შემთხვევაში ცივი ტბის ხედებით ტკბობას შეძლებ, ხოლო „მაგნოლიაში“ ცოცხალი მუსიკის მოსმენის საშუალება გექნება.

Lake Side წყალტუბო
Lake Side

მაგნოლია წყალტუბო
მაგნოლია
პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ტურისტული ადგილია საქართველოში. აქ ზღაპრულ, სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთულ მიწისქვეშა სამყაროში იმოგზაურებ და უკან დაუვიწყარი მოგონებებით დაბრუნდები.

დეტალური ინფორმაცია ფასებისა და სანახავი ობიექტების შესახებ ნახავ აქ: https://nationalparks.ge/ka/site/prometheuscave

პრომეთეს მღვიმე
დაცული ტერიტორიების სააგენტო

პრომეთეს მღვიმე
დაცული ტერიტორიების სააგენტო

 

თუ დრო აღმოგაჩნდა და ამასთანავე, ცოტა ექსტრემის მოყვარულიც ხარ, თან საცოცი აღჭურვილობაც გაქვს, მაშინ შეგიძლია სოფელ ყუმისთავში მდებარე „გაბზარულ ტბას“ ესტუმრო. ადგილს, რომელიც ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე ღრმა ნაპრალს ჰქმნის და მის ფსკერზე მდებარე ულამაზესი ტბის ნახვის საშუალებას გვაძლევს.

ტბა წყალტუბოში
National Parks

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...