საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტული ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს აცხადებს.
„ტურისტული ობიექტების, ინფოტურისა და ტურისტული სერვისების რეგისტრაცია“ – პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით მონაცემთა ბაზაში არსებული ტურიზმის ინდუსტრიის კატეგორიების რეგისტრირებას: განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები და სხვა ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტები.
პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი საქმიანობები მოიცავს ტურიზმის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებს შორის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას. გარდა ამისა, ტურიზმის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ინფორმირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს და/ან ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც გეგმავენ თავიანთი ტურისტული საქმიანობისა და მომსახურეობების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
პროექტი „ტურისტული ობიექტების, ინფოტურისა და ტურისტული სერვისების რეგისტრაცია“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ ნაწილია, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს 20-ზე მეტ პროგრამას ერთ სივრცეში აერთიანებს.
პროექტის მიზანია ადამიანებს გაუმარტივოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომა და სერვისი მაქსიმალურად მოსახერხებელი გახადოს.
მათ, ვინც უკვე არიან, ან სურთ გახდნენ მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა და გამარტივებული ხელმისაწვდომი მომსახურება 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში ექნებათ.
პროგრამების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: