fbpx
20.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 18, 2021

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი თბილისში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ ბინაში 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

chabukiani
©https://tbilisimuseumsunion.ge

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია ბალეტის თეატრის მსახიობის პირადი ნივთები (ავეჯი, როიალი და სხვ.), სასცენო კოსტუმები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. მათ შორის, ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგის – „კოსმოს-ზემლიას“ სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც, უსახელო ვარსკვლავს გედის თანავარსკვლავედში ვ. ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა.

chabukiani
©https://tbilisimuseumsunion.ge

მან მამაკაცის ცეკვას თავისთავადი მნიშვნელობა მიანიჭა. შექმნა მამაკაცის ცეკვის გმირული სტილი. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა.

chabukiani
©https://tbilisimuseumsunion.ge

განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს, რომელიც ქართული ხელოვნების ტრიუმფად აღიარეს. იგი იყო მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი, ყველა პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოსა და სსრკ-ს სახალხო არტისტი.

house museum of chabukiani
©https://tbilisimuseumsunion.ge

house museum chabukiani
©https://tbilisimuseumsunion.ge

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი ოფიციალურად 2003 წლის 29 აპრილს გაიხსნა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23-ში.

ჭაბუკიანი სახლ-მუზეუმი
©https://tbilisimuseumsunion.ge

მუზეუმის ხელმძღვანელობა დროებით ვ. ჭაბუკიანის დისშვილს – სოფიო გორდონს დაევალა, რომელიც მალე გარდაიცვალა. ამ პერიოდში საქართველოში საერთო გაჭირვების ფონზე, ჭაბუკიანის ბინაში არსებული ნივთების სამუზეუმო ექპონატებად შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
©https://tbilisimuseumsunion.ge

მუზეუმი ვეღარ ფუნქციონირებდა. იგი დროებით დაიკეტა და დაილუქა.

ჭაბუკიანი
©https://tbilisimuseumsunion.ge

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.

ჭაბუკიანი მუზეუმი
©https://tbilisimuseumsunion.ge

თუ ამ ინფორმაციამ დაგაინტერესათ, გირჩევთ თვალი გადაავლოთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შესახებ სტატიასაც

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან...

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები,...

მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის გასათევი...

გორიჯვრის 4 ექსტრემალური ველო ბილიკი X ანა ნადირაძე

გორი ველომოყვარულებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია, გარშემო ბევრი საინტერესო ბილიკი და ადგილია, სადაც შეგიძლია იმოგზაურო ან...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან...

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები,...

მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის გასათევი...