fbpx
12 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

Reading Time: 2 Minute

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ, ნიაღვარს ოქროს ნაკეთი ანტიკური სამკაულები და სხვადასხვა ძვირფასი ნივთი ჩამოჰქონდა. ამ გამოცემის შემდეგ 130 წელზე მეტია გასული, აქედან კი დაახლოებით 70 წელია ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

ეს იყო ვანის ნაქალაქარი – ოქროს ანტიკრუი ქალაქი დღეს საქართველოში.

ვანი ოქროს ქალაქი
©Georgiantravelguide.com 

გორაზე უძველესი ნაქალაქარი აღმოჩნდა, რომელიც ძვ.წ VIII ს-დან I ს-მდე უმდიდრესი და განვითარებული კულტურა იყო, რომლის ცივილიზაციაც 8 საუკუნის მანძილზე უწყვეტად არსებობდა, თუმცა პირველ საუკუნეში შემოტევის შემდეგ მთლიანად განადგურდა, მასთან ერთად კი მისი ცივილიზაცია და შესაბამისად, ხსოვნა ადგილზეც.

ვანის ნაქალაქარი - ოქროს ანტიკური ქალაქი
©Georgiantravelguide.com

ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი, დახვეწილი ანტიკური ნაკეთობა, გასაოცარი სამკაულები და ნაგებობები, ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა., თუმცა არ არის შემორჩენილი საცხოვრებელი ადგილები.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის დაარსდა 1985 წელს, ოთარ ლორთქიფანიძის, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ინიციატივით.

ვანის არქელოგიური მუზეუმი
©https://www.facebook.com/vanimuseum.ge/

ნაქალაქარი განლაგებულია სამ ტერასად ბორცვებზე, ღრმა ხევში. ყველაზე უკეთ ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე მდებარე საკულტო კომპლექსია შემორჩენილი. არქეოლოგიური გათხრების განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ძვ.წ. VI-IV საუკუნეებით დათარიღებული კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი განახლებული
©https://www.facebook.com/vanimuseum.ge/

ვანის ნაქალაქარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია და მოიცავს კულტურულ ფენებს რკინის ხანიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით.

ოქროს ქალაქი ანტიკური
©https://www.facebook.com/vanimuseum.ge/

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა.

ანტიკური ქალაქი
©Wikipedia

მუდმივმოქმედ ექსპოზიციასა და სამუზეუმო ექსპონატებს დაემატა, დროებითი საგამოფენო სივრცე, თანამედროვე ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები.
გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, ვანის მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინა ე. წ. სატაძრო ინვენტარი – ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური კოლექცია.

ანტიკური მუზეუმი
©https://www.facebook.com/vanimuseum.ge/

ვანის ნაქალაქარს ანტიკური ქალაქის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თუ დაინტერესდით საქართველოს ისტორიით, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჭიათურის საბჭოთა არქიტექტურასა და ბუნებრივ საოცრებებს.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა. ახლა...

Share

New Posts

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...