ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ გემოებს ეძებთ, “სოფიასთან” სწორედ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. სოფიასთან სრულიად განსხვავებული მენიუა, რომელშიც თითქმის ყველა კერძი მასპინძლის პირადი რეცეპტებით არის შექმნილი და თითოეული მათგანი ერთმანეთზე უფრო გემრიელია. აქ ნივრის სიუსით მომზადებული ხინკალი, კეცზე გამომცხვარი ბოსტნეული, სალათები, ქათამი ნაღებსა და ყველის სოუსში და სხვა საინტერესო კერძები დაგხვდებათ. შეგიძლიათ ასევე ისიამოვნოთ ადგილზე გაკეთებული უგემრიელესი პიტნისა და ტარხუნის ლიმონათიც.
სოფიას გაცნობა საინტერესო დიალოგის დასაწყისია, თითქოს რომ ხვდები, რამდენად გასაოცარ ადგილას მოხვდი და რამდენად განსაკუთრებულ ადამიანებს შეხვდი, მაგრამ ჯერ რომ არ იცი, წინ კიდევ რამდენი რამ გელის, რაც გაგაოცებს. სოფია თვითონ წლების მანძილზე ინტერიერის დიზაინერად, ვინტაჟის მიმართულებით მუშაობდა. საკუთარი სივრცის შექმნის ერთ-ერთ მიზეზი კი ისიც გახდა, რომ თავისი შექმნილი ინტერიერი ერთხელაც საკუთარი მიზნებისთვისაც გამოეყენებინა. რესტორანს სოფიასთან ერთად მისი შვილი ნიკი და თავისი მეუღლე მარიამი მართავენ. ყველაფერი მათივე ხელითაა გაკეთებული და ალბათ ამიტომაცაა განსაკუთრებით სასიამოვნო და ლამაზი ადგილი.
სოფიასთან სტუმრობის კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება ის გარემოა, რაც კაფეში დაგხვდებათ. აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია და შინაარსი აქვს. ეტყობა, რომ ყველა დეტალზე საგულდაგოლოდაა ნაფიქრი, გული და სულია ჩადებული და თითოეული კუთხე სიყვარულითაა მოწყობილი. ზოგიერთი ნივთი საუკუნესაც ითვლის, რესტორნის ჭურჭელი კი ნახევარ საუკუნესაა გადაცდენილი. კედელზე აფხაზეთიდან წამოღებული შპალიერის ნაწილი არის გაკრული, ოთახში 100 წლის წინანდელი ქართული ხალიჩაა დაგებული, კარადაში კი უძველესი ფაიფურის ჭურჭილი აწყვია, გვერდზე ზუგდიდის კერამიკის ქარხანაში დამზადებული ერთ-ერთი პირველი დოქი დევს.
![]() |
![]() |
სოფია ერთ წინადადებაში მთელი ამ გასაოცარი ადგილის არსს გადმოსცემს: „მოსულ სტუმარს ვთავაზობთ მოგზაურობას მე-19-ე საუკუნეში, ვინტაჟურ საგამოფენო სივრცეში, შეხვერდას წარსულთან, უგემრილესს კერძებს და ხარისხიან მუსიკას.“ სივრცეში ასევე ხშირად იმართება სოფიას საავტორო ჩვენებები, ღონისძიებები და სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები.
არ გაგიკვირდებათ და მუსიკაც სასიამოვნო დაგხვდებათ სოფიასთან. გარემოსთან შესაბამისი, კერძებსაც რომ უხდება და ძვირფას ადამიანებთან ერთად გაცეკვების სურვილსაც რომ გაგიჩენს.
მოვა დრო და „სოფიასთან“ სხვადასხვა ქალაქებშიც კი იხილავთ, სოფიას გეგმა გაზრდაა და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასეც იქნება. თუმცა, სანამ მხოლოდ ზუგდიდში არიან, კონსტანტინე გამსახურდიას 130 ნომერი, კარგად დაიმახსოვრეთ! სოფიასთან 7 ივნისს გაიხსნა და შეგიძლიათ ეწვიოთ, აუცილებლად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
ზუგდიდში მოგზაურობისას ღამე დარჩენასაც თუ გადაწყვეთ, ჩვენ საოჯახო სასტუმრო “ტიბაშს” გაგაცნობთ, ადგილს, რომელიც თქვენს მეგრულ მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.