fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 26, 2021

ზამთარში მოგზაურობა: 6 რჩევა იმისთვის, რომ სიცივემ არ შეგაშინოთ

წასაკითხი დრო: 3 წუთი

ზამთარში მოგზაურობა მარტივი ნამდვილად არ არის – თან ბევრად მეტი ტანსაცმლის წაღება გიწევს, არ იცი მზე როდის გამოანათებს და ამინდის პროგნოზსაც ვერ ენდობი დიდად. მაგრამ ზამთარში მოგზაურობას ბევრი დადებითი მხარეც აქვს, საშობაო ბაზრობებიდან დაწყებული, თოვლიან ქუჩებში სეირნობით დამთავრებული. ქალაქები და ბუნება თოვლიან ზამთარში ხშირად ბევრად უფრო საოცარი და ჯადოსნურია. თან, ამ დროს, როგორც წესი, ხალხიც ნაკლებია, ფასები დაბალი და გარემო – მშვიდი.

იმისთვის, რომ ზამთარში მოგზაურობა უფრო მარტივი გახდეს, გაეცანით ჩვენს 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თავგადასავალები კიდევ უფრო სასიამოვნო იყოს.

ზამთარი

1. სწორად შეარჩიეთ ტანსაცმელი – ჩაიცვით რამდენიმე ფენა სამოსი

ცივ ამინდებში მოგზაურობისას ტანსაცმლის შერჩევას განსაკუთრებთ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კარგი გამოსავალია რამდენიმე ფენა სამოსის ჩაცმა. ეს დაგეხმარებათ, რომ სითბო უკეთ შეინარჩუნოთ – გარეთ ყოფნისას არ შეგცივდეთ, შენობაში შესვლისას კი მარტივად გაიხადოთ და ტემპერატურას მოერგოთ. საუკეთესო შემთხვევაში, პირველი ფენა ტანზე მომდგარი თერმო სამოსი ჩაიცვით, ზემოდან თბილი ზედა და ბოლოს ქურთუკი. გაითვალისწინეთ, თუ ისეთ ადგილას მოგზაურობთ, სადაც ხშირად წვიმს, აუცლებლად თან გქონდეთ საწვიმარიც. თბილი წინდები, შარფი, ქუდი და ხელთათმანები კი სიცივეში მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივად ასატანს გახდის.

მოგზაურობა ზამთარში

2. ჩაიცვით კარგი ფეხსაცმელი

სწორი ფეხსაცმლის შერჩევა ზოგადად ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ზამთრის მოგზაურობისთვის. კარგი ფეხსაცმელი თავიდან აგარიდებთ მალე დაღლას და ხერხემლის ტკივილს სიარულისას. გარდა ამისა, ამბობენ, რომ თუ ფეხები თბილად გექნებათ და არ დაგისველდებათ, დიდი შანსია, რომ ისედაც ნაკლებად შეგცივდეთ.

ქალაქი ზამთარში

3. მიირთვით თბილი სასმელები და საჭმელი, უფრო კონკრეტულად კი – შოკოლადი

სიცივეში დიდი ხნით ყოფნისას ორგანიზმი ბევრ ენერგიას ხარჯავს რომ სითბო შეინარჩუნოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სხეულს დაეხმაროთ ენერგიის შენარჩუნებაში. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ცხელი სასმელების მიღება და ჭამაა, განსაკუთრებით შოკოლადის. გზად წახემსება თქვენს განწყობაზეც იმოქმედებს და მოგზაურობას მეტი ხალისით განაგრძობთ.

ზამთარში მოგზაურობა რჩვები

4. გაიკეთეთ გრიპის აცრა

მოგზაურობისას გაციებაზე უფრო უსიამოვნო ალბათ ცოტა რამაა, წინასწარ დაწყობილი გეგმები რომ გეშლება და სურდოს, ხველებას და თავის ტკივილს უნდა შეებრძოლო. თავის დაზღვევის მიზნით, მოგზაურობამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე შეგიძლიათ გრიპის აცრა გაიკეთოთ. ეს მოგზაურობისას ავად გახდომის ალბათობას შეამცირებს და მეტი შანსი გექნებათ დასვენების დღეები სასიამოვნოდ გაატაროთ.

რჩევები ზამთარში

5. განეწყვეთ, რომ სიცივეში მიდიხართ

განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად განსაზღვრავს მთელ მოგზაურობას. ამიტომ, წინასწარ შეეგუეთ, რომ სიცივეში მიდიხართ, შესაძლოა მზემაც იშვიათად გამოანათოს და ხელებიც გაგეყინოთ სეირნობისას. მაგრამ გაიხსენეთ, რომ ადგილი, სადაც მოგზაურობთ საინტერესო და ლამაზია, შეიძლება ისტორიულიც, დიდი კულტურის მქონე, ან ძალიან თანამედროვე. თანაც ყოველთვის შეგიძლიათ თბილად ჩაიცვათ, გზად ცხელი სასმელი იყიდოთ და ამინდის გამო განწობა არ გაიფუჭოთ.

ზამთრის ქალაქები

6. არ დაგავიწყდეთ ჰიგიენური ტუჩსაცხი

დამსკდარი და გაუხეშებული ტუჩები ალბათ ზამთრის ერთ-ერთი თანმდევი რამაა. ტუჩის კანი უფრო თხელია ვიდრე სახის და ამიტომ მისი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ცივი და ქარიანი ამინდები და მთაში კი ძლიერი მზე, ხშირად ტუჩის კანის გაღიზიანებას და დასკდომას იწვევს. ტუჩის ჰიგიენური საცხი კანსა და გარე სამყაროს შორის ერთგვარ დამცავ ფენას ქმნის და ამავდროულად არბილებს და კურნავს ტუჩს. ჰიგიენური ტუჩსაცხის უმეტესობა მზისგან დამცავიც არის. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, ჩანთაში სულ გედოთ ჰიგიენური ტუჩსაცხი და თქვენს ტუჩებსაც ისე მოუარეთ, როგორც სახის კანზე ზრუნავთ ხოლმე მზეში.

მოგზაურობა ზამთარში

 

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...